Thursday 13 December 2018
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 30 days ago

50-ს მიაღწია კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა

50-მდე გაიზარდა ამერიკის კალიფორნიის შტატში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. 48 ცხედარი ნაპოვნია ქალაქ პარადაისში, რომელიც ხანძარმა თითქმის მთლიანად გაანადგურა და ორი საკურორტო ქალაქ მალიბუში. მანამდე დადასტურებული იყო 44 ადამიანის გარდაცვალება. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 200-ზე მეტი ადამიანი. ტყეში გაჩენილმა ბუნებრივმა ხანძარმა, რომელიც დასახლებულ პუნქტებზე სწრაფად გავრცელდა, ასობით კვადრატულ კილომეტრზე გაანადგურა ტყეები და რამდენიმე ათასი საცხოვრებელი სახლი. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 150000-ზე მეტი ადამიანი. ხანძარს უკვე ერთი კვირაა ებრძვის რამდენიმე ათასი მეხანძრე და სპეციალური ავიაცია. ცეცხლის ჩაქრობას აფერხებს ძლიერი ქარი და სიცხე. კალიფორნიის შტატის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ხანძრის ჩაქრობას კიდევ სამი კვირა დასჭირდება. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კალიფორნია სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა.

Related news

Latest News
Hashtags:   

მიაღწია

 | 

კალიფორნიაში

 | 

ხანძრის

 | 

შედეგად

 | 

დაღუპულთა

 | 

რიცხვმა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources