Thursday 13 December 2018
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 30 days ago

გენშტაბის უფროსი გმობს შეიარაღებული ძალების გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისთვის

„ნებისმიერი მცდელობა - ჯარი ჩაითრიონ პოლიტიკურ პროცესში, არის სახიფათო და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება“, - წერია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში. „კამპანიაში ჩართულ ადამიანებს, ყოფილ სამხედროებს მინდა, მივმართო და მოვუწოდო, რომ შეიარაღებული ძალების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის ეწინააღმდეგება შეიარაღებული ძალების და მთლიანად ქვეყნის ინტერესებს. ნებისმიერი მცდელობა - ჯარი ჩაითრიონ პოლიტიკურ პროცესში, არის სახიფათო და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება.  შეიარაღებული ძალები, მის თითოეულ ჯარისკაცთან ერთად კვლავ გააგრძელებს მიუკერძოებლად ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვას”, - აცხადებს ვლადიმერ ჩაჩიბაია. გენერალური შტაბის უფროსი საქართველოს შეიარაღებული ძალების სახელით ეხმაურება  მედიასაშუალებებში ყოფილი სამხედროების მიერ გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნავს, რომ „საქართველოს შეიარაღებული ძალები არის პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი, რომლის მთავარი მიზანია ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვა.“ „ეს ამოცანა გვავალდებულებს ვიყოთ ერთიანი, კონსოლიდირებული და მზად გამოწვევების გასამკლავებლად. შესაბამისად, ქართული ჯარი ეკუთვნის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და შედგება საზოგადოების წარმომადგენლებისგან განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ პოლიტიკური შეხედულებებისა“, - წერია ვლადიმერ ჩაჩიბაიას მიერ შეიარაღებული ძალების სახელით გავრცელებულ განცხადებაში. ტექსტში აღნიშნულია, რომ დემოკრატიული პროცესის შესაბამისად, საქართველოს ყველა მოქალაქეს და მათ შორის - შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ეძლევათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ საპრეზიდენტო არჩევნებში და ამ გზით გამოხატონ თავიანთი პოზიცია. ბოლო დღეებში მედიაში გავრცელდა ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებისა და პოლიციელების განცხადებები იმის თაობაზე, რომ ისინი კატეგორიულად გმობენ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის პოზიციას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით და დაუშვებლად მიიჩნევენ მის გაპრეზიდენტებას.  

Related news

Latest News
Hashtags:   

გენშტაბის

 | 

უფროსი

 | 

გმობს

 | 

შეიარაღებული

 | 

ძალების

 | 

გამოყენებას

 | 

პოლიტიკური

 | 

მიზნებისთვის

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources