Monday 10 December 2018
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 27 days ago

გენშტაბის უფროსი სახიფათო და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად მიიჩნევს პოლიტიკურ პროცესში ჯარის ჩათრევის მცდელობას

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია „სახიფათო და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად“ მიიჩნევს ნებისმიერ მცდელობას, რომლის მიზანიცაა ჯარის „ჩათრევა“ პოლიტიკურ პროცესში. ამის შესახებ ნათქვამია გენერლის განცხადებაში, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებსაიტზე 13 ნოემბერს გამოქვეყნდა. ტექსტი, როგორც პირველივე წინადადებაში წერია, არის გამოხმაურება „გარკვეულ მედიასაშუალებებში გაკეთებულ“ განცხადებებზე. გენერალი ჩაჩიბაია არ აკონკრეტებს, რომელ განცხადებებს გულისხმობს. ის აღნიშნავს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები არის „პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი“ და რომ ქართული ჯარი ეკუთვნის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. გენერალი ახსენებს საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიას და აღნიშნავს, რომ შეიარაღებული ძალების პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენება „ეწინააღმდეგება შეიარაღებული ძალებისა და მთლიანად ქვეყნის ინტერესებს“.  გენერალ-მაიორ ჩაჩიბაიას განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, 8 ნოემბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა მოსახლეობისადმი გენერალ დევი ჭანკოტაძის მიმართვას, რომელიც - სამინისტროს შეფასებით - „მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“ და „დამაზიანებელია“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის. სამინისტროს განცხადებაში არაფერია ნათქვამი ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნის განცხადების შინაარსზე. მანამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალმა დევი ჭანკოტაძემ გააკეთა ვიდეომიმართვა, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამია, რომ საქართველოს ჯარს 2008 წელს არ დაუბომბავს მძინარე ცხინვალი, საქართველოს ჯარი საკუთარ სამშობლოს იცავდა. „რამდენიმე კვირაში საქართველო აირჩევს საქართველოს ახალ პრეზიდენტს, ახალ სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს. ეს არ შეიძლება იყოს ის ადამიანი, რომელიც დაადანაშაულებს საქართველოს ომის დაწყებაში; ეს არ შეიძლება იყოს ის ადამიანი, ვის ბრალდების საფუძველზეც ჰააგის ტრიბუნალი და რუსი ოკუპანტი ცდილობს, ჩვენი ბიჭები გაასამართლოს, ჩვენი გმირები, ჩვენი ოფიცრები და ჯარისკაცები გაასამართლოს“, - აცხადებს გენერალი დევი ჭანკოტაძე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 8 ნოემბერს გაკეთებულ მიმართვაში.

Related news

Latest News
Hashtags:   

გენშტაბის

 | 

უფროსი

 | 

სახიფათო

 | 

ანტისახელმწიფოებრივ

 | 

ქმედებად

 | 

მიიჩნევს

 | 

პოლიტიკურ

 | 

პროცესში

 | 

ჯარის

 | 

ჩათრევის

 | 

მცდელობას

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources